მოსკოვი არ აპირებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და თბილისისთვის 253 მლდ ევროს გადახდას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ შევასრულებთ“, - განაცხადა პესკოვმა ბრიფინგზე.
შეკითხვაზე, ჰოპოთეტიურად ამ თანხის გადახდა ხომ არ შეუწყობდა ხელს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობას, პესკოვმა უპასუხა - "მიგვაჩნია, რომ ეს განცალკევებული თემაა, ცალკე სუბსტანცია".
შეგახსენებთ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის 14 ოქტომბერს, სტრასბურგის სასამართლომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.