უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დნიპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელი სერჰიი ლისაკი დანიშნა.
ამის შესახებ უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ოთხშაბათს უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ბრძანებულებები სახელმწიფო სამხედრო დაზვერვის სამსახურის შექმნისა და ლისაკის დანიშვნის შესახებ.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის მერს, გენადი ტრუხანოვს, უკრაინის მოქალაქეობა შეუწყვიტა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ტრუხანოვს რუსული პასპორტი აქვს. ამის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოდესაში სამხედრო ადმინისტრაცია შეიქმნება, რომლის ხელმძღვანელსაც უახლოეს დღეებში დანიშნავდა,