საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს, - ასე ეხმიანება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო, ჟურნალიტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების საკითხს.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა, "ქართული ოცნება" ფეისბუქპოსტებს „დანაშაულებად“ აქცევს, ჟურნალისტებს კი ციხეში უშვებს.
"საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს - ფეისბუქპოსტებს „დანაშაულად“ აქცევს და ჟურნალისტებს ციხეში უშვებს. ვახო სანაიასთვის 30-დღიანი პატიმრობის შეფარდება ავტორიტარული რეჟიმის სასოწარკვეთილი მცდელობაა, თავის დასამშვიდებლად და გადასარჩენად“,.,"- წერს ზურაბიშვილი.