ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს, ლონდონის ოლიმპიადაზე დასასწრები აკრედიტაცია არ მისცეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა მიიღო, აღნიშნულის შესახებ თავის ბლოგზე რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ჟუკოვმა დაწერა.
"სპორტი - პოლიტიკის გარეშე!" და რა ვუყოთ ოლიმპიურ ღირებულებებსა და ტრადიციებს? ყველა მოსწავლემ იცის, რომ ოლიმპიადის დროს საბერძნეთში ომები დროებით წყდებოდა", - წერს ჟუკოვი.
შეგახსენებთ, რომ ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეცაა.
როგორც ცნობილია ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 2010 წელს ჩატარდა აშშ-მ და ევროკავშირმა არ აღიარეს, რომლის შედეგების თანახმადაც ალექსანდრე ლუკაშენკო ქვეყნის პრეზიდენტად უკვე მეოთხე ვადით იქნა არჩეული.