ლონდონის ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც ყველა მონაწილე ქვეყნის სპორტსმენთა დოსიეებია გამოქვეყნებული რუსეთის გუნდის წარდგენილი ფორმულარით სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთის ტერიტორიად არის აღნიშნული.
კონკრეტულად თავისუფალი სტილით მოჭიდავეების ბესიკ კუდუხოვისა ( სამხრეთ ოსეთი, საქართველო) და დენის ცარგუშის (გუდაუთა, აფხაზეთი,საქართველო) ბიოგრაფიებში დაბადების ადგილად მითითებულია, როგორც რუსეთის ფედერაცია.
ამ ფაქტს მოყვა სეოკ-ის მძაფრი პროტესტი და "ლონდონი 2012"-ის საორგანიზაციო კომიტეტში გაიგზავნა განცხადება მოთხოვნით, რათა გამოსწორდეს ეს შეცდომა და ზემოაღნიშნულ სპორტსმენებს დაბადების ადგილად მიეთითოს საქართველო.