ამაღამ, ღამის 02:00 საათზე,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელბურთის გუნდის გულშემატკივრები შეიკრიბებიან სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში, საიდანაც გაემართებიან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და გამარჯვებულ გუნდს ღირსეულ დახვედრას მოუწყობენ.
შეგახსენებთ, რომ 13-24 ივლისს ესპანეთში, ქ. კორდობაში გამართულ პირველ ევროპულ უნივერსიადაზე სტუ-ის ხელბურთელთა გუნდმა ჩემპიონობა მოიპოვა. სტუ-ს ხელბურთელებმა ექვსგუნდიან ჯგუფში ხუთივე მოწინააღმდეგე დაამარცხეს, მათ შორის დაძაბულ ბრძოლაში მოუგეს მასპინძელი ქალაქის - კორდობას უნივერსიტეტის გუნდს და პირდაპირ ფინალში გავიდნენ, სადაც საკმაოდ იოლად, 37:24 აჯობეს უკანასკნელ მოწინააღმდეგეს, ხორვატიის "ოსიეკს".