ოსი სეპარატისტები ქართულ სოფელ "ზარდიანთკარს" "სუფთა ოსურ სოფელ "ზარდიანთკაუდ" აცხადებენ. რატომ გახდა "ზარდიანთკაუ - ზარდიანთკარი" - წერენ სეპარატისტები და აღნიშნაცენ, რომ ცხინვალის რეგიონში მრავალმა "სუფთა ოსურმა სოფელმა" დაკარგა თავისი დასახელება და ქართული დასახელებებით არსებობს დღესაც.
"ხელცუას ნაცვლად - ხელჩუას ვამბობთ, ორციოსანის ნაცვლად - ორჭოსანს, ძაუს ნაცვლას - ჯავას, რუკის ნაცვლას - როკს, აერხიბილის ნაცვლად - არგებელას, ჩირირსუძენის ნაცვლად - საცრეს, კერდოჟინის ნაცვლად - მსხლებს, ნოგხეუს ნაცვლად - ახალსოფელს და სხვა..", _ წერენ ოსი სეპარატისტები და აღნიშნავენ, რომ ეს საკითხი აქტუალური ბოლო პერიოგში გახდა, მას შემდეგ რა "ქართული პოლიციის საგუშაგო საგუშაგო სუფთა ოსური სოფლის ზარდიანკაუს ახლოს განათავსეს".
"ეს სუფთა ოსური სოფელია და მისი ოსური სახელწოდება ზარდიანტიხეუა და არა ზარდიანთკარი, როგორც მას ქართველები უწოდებენ", - წერენ სეპარატისტები.