გორის „დილამ", ევროპის ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სტუმრად იმარჯვა - 2:1. თემურ შალამბერიძის შეგირდები, დანიაში „ორხუსთან" უკვე მესამე წუთზე აგებდნენ, მაგრამ მალე შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა. შიდაქართლელთა მთავარმა მეგოლე მათე ვაწაძემ 34-ე წუთზე შეძლო გათანაბრება. თამაში ფრედ დასრულებისკენ მიდიოდა, მაგრამ კახა ალადაშვილის შეტევაში ჩართვა, ქართველთათვის იღბლიანი გამოდგა - გორელთა განაპირა მცველმა „დილას" გამარჯვება მოუტანა.
საპასუხო მატჩი, ზუსტად ერთ კვირაში თბილისში შედგება. „დილა""ორხუსს" მიხეილ მესხის სტადიონზე უმასპინძლებს.
უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი
„ორხუსი" (დანია) - „დილა" (გორი, საქართველო) 1:2 (1:1)
19.07.2012. ორხუსი, „ორხუსი".
„ორხუსი": რასმუსენი (კაპ.), ჰოლანი, ეკერსლი, პეტერსენი, ნერეგორი, იორგენსენი, გრაულუნდი (დევდარიანი, 59), აჰარაზი (ბერგი, 74), სორინი, იოჰანსონი (სხირტლაძე, 74), ვიდშერი.
მთავარი მწვრთნელი: პეტერ სერენსენი.
„დილა": სკენდერი, სალუქვაძე (კაპ.), არზიანი, შაშიაშვილი, ალადაშვილი, თომაშვილი (გიორგი ონიანი, 46), ბეჭვაია (შოთა კაშია, 53), კვირკველია, გოგუა, გურული, ვაწაძე (მოდებაძე, 82).
მთავარი მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე.
გოლები: 1:0 ვიდშერი (3), 1:1 ვაწაძე (34), 1:2 ალადაშვილი (84).
გაფრთხილებები: ალადაშვილი (5), კვირკველია (61), ვაწაძე (78).
მსაჯები: ბოშკო იოვანეტიჩი, სრდჟან მილუტინოვიჩი, ვლადიმირ ცადენოვიჩი, დრაგან კრსტიჩი (ყველა სერბეთი).