ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს ან ევროსაბჭოს რეზოლუციები არაფრისმოქმედია, ეს მხოლოდ დეკლარაციაა, ერთგვარი რადიკალური პოლიტიკური ენერგიის გადმოფრქვევის საშუალება. ამ დოკუმენტებს არავითარი პრაქტიკულ-პოლიტიკური ან საერთაშორისო სამართლებრივი შედეგიარ აქვთ. ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხინთბამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტის კომენტირებისას გააკეთა.
მისივე თქმით, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით ადევნებდა თვალს ამ რეზოლუციის მიღების პროცესს. აფხაზურ მხარეს ადრევე ჰქონდა ამ რეზოლუციის ტექსტი და ჰქონდა საშუალება ეფიქრა თუ რა პასუხი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას.
"როგორც კი გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა მხარემ თითქოს თავი შეიკავა კენჭისყრის დროს ჩვენ რა თქმა უნდა დავუკავშირდით ჩვენს კოლეგებს რუსეთის ფედერაციაში და მივიღეთ აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც შემდგე უკვე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში იქნა დაფიქსირებული. ამიტომაც არ არის საჭირო ნაადრევი დასკვნების გაკეთება, თუკი ეს პოლიტიკასა და დიპლომატიურ საქმიანობას ეხება", _ აცხადებს ხინთბა და აღნიშნავს, რომ ქართული დიპლომატია ყოველთვის იმაზე ნაკლებს იღებს ვიდრე სურს რომ მიიღოს.
"ჩვენ ხომ მშვენივრად გვესმის, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციები ეს მხოლოდ დეკლარაციაა, ერთგვარი რადიკალური პოლიტიკური ენერგიის გადმოფრქვევის საშუალება. ამ დოკუმენტებს არ აქვთ არავითარი პრაქტიკულ-პოლიტიკური ან საერთაშორისო სამართლებრივი შედეგი. ამ როგორც ჩანს ყველაფერი ცხადია: დასავლეთი ცდილობს დააწყნაროს არც თუ ისე მშვიდი კავკასიური სახელმწიფო საქართველო. ამასთან ერთად დასავლეთი არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრობას არ აძლევს მას, არ აღიარებს ნეიტრალურ პასპორტებს, არ აღიარებს ტერმინს "ოკუპირებული ტერიტორიები" - ამ ტერმინს არ აღიარებენ არც ევროკავშირის, არც ეუთოს და არც დასავლეთის ქვეყნების აღმასრულებელი სტრუქტურები.
მაგრამ ამასთან ისინი ამ ერთგვარ მორალურ მხარდაჭერას ახორციელებენ რეზოლუციის სახით და იღებენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის და ნატოს ან ევროსაბჭოს არაფრისმოქმედ რეზოლუციებს", _ აცხადებს ხინთბა.
მისივე განცხადებით, ეს მხოლოდ დათმობაა, რომელსაც პრინციპში არც არავითარი შედეგი არ მოყვება.
"ჩვენ ვიცით, რომ ევროპული სახელმწიფოების ელიტები საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან სამხრეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციას და მათ მშვენივრად ესმით, რომ არ შეიძლება ასე ცალმხრივად დახატო ის რაც აქ ხდება და არ შეიძლება კონფლიქტში მონაწილე მხოლოდ ერთ მხარეს მოუსმინო", - აცხადებს ე.წ. მინისტრის მოადგილე.
მასალის გამოყენების პირობები