რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შექმნილი წყლის უზრუნველყოფის რეგიონალური განვითარების სააგენტოს მიერ 2009 წელს განხორციელდა: ქონების ინვენტარიზაცია, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების იდენტიფიკაცია, დაიწყო იურიდიულ პირთა გამრიცხველიანების პროექტი, გამარტივდა ახალი აბონენტების ქსელთან მიერთების წესები, შემუშავდა სექტორის განვითარების პოლიტიკის პროექტი და წყლის მიწოდების აღრიცხვიანობის სქემები. მომზადდა ელექტრონული მართვის სისტემის ტექნიკური დავალება და რეგიონალური წყალმომარაგების და წყალრინების საინფორმაციო რუკა, მოსახლეობის მიერ წყლის გადასახადის მაჩვენებელი 2009 წელს წინა წელთან შედარებით 20 პროცენტითაა გაზრდილი.
მიღწეულია შეთანხმება საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ტექნიკური დავალებების პროექტების მომზადების მიზნით, რაც ითვალისწინებს რეგიონლული კომპანიების განვითარებისა და სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერების პროგრამების განხორციელებას.
2009 წელს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე 170 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც 2008 წელს დახარჯულ თანხასთან შედარებით ორჯერ მეტია.