მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დონორების დაფინანსებით და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ქვეყანაში 422 182 ლარის სამუშაო ხორციელდება.
მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი დაფინანსებით 126 მუნიციპალური პროექტი ხორციელდება, რომელთა ღირებულება 116,166,591 ათასი ლარია. აქედან სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციის 60 პროექტზე 58 661 000 ლარი დაიხარჯება. იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების შეკეთება-რეაბილიტაციაზე 81,9 მილიონი ლარი იხარჯება.
მილენიუმის, ევრობანკის, შვედეთის განვითარების სააგენტოს, ევროკავშირის გრანტით და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, 178.690 ათასი ლარი იხარჯება ფოთის, ქუთაისის, ქობუილეთის, ბაკურიანისა და ბორჯომის წყალმომარაგების და წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაციის პროექტზე.