სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებაზე 2009 წელს 3 468 სოფელში 20 მილიონი ლარი დაიხარჯა.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან ყველაზე მეტი თანხა იმერეთს მოხმარდა. 2009 წელს იმერეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის დახარჯულია 3 463 326 ლარი. მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელებულა ასევე 2009 წელს ქვემო ქართლში. ქართლში დახარჯულია 2 697 534 ლარი, რაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საერთო ბიუჯეტის 13,7 პროცენტია. O
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ყევლაზე ნაკლები თანხა სოფლის მხარდაჭერის პროგრამისათვბის დაიხარჯა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სადაც 2009 წელს აღნიშნული პროგრამიდან 737 235 ლარის სამუშაო დაფინანსდა.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილე სოფლებიდან ყველაზე მეტ სოფელს სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციის და შიდა გზების პრობლემა აწუხებდა.