აჭარაში გარკვეულ ტერიტორიებზე ახალი მშენებლობების ნებართვებს აჭარაში სპეციალური საბჭო გასცემს. რეგულირების საბჭოს შექმნის ინიციატივით უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობა შევიდა.
უმაღლესმა საბჭომ "ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების ღონისძიებათა შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიიღო.
კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება რეგულირების საბჭო, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებამდე სახელმწიფო მნიშვნელობის ტერიტორიებზე მშენებლობის ნებართვებს გასცემს.
ჯერჯერობით არ არის დადგენილი საბჭოს შემადგენლობა და წევრთა რაოდენობა. კანონპროექტის სამი მოსმენით მიღების შემდეგ ამ საკითხზე უკვე აჭარის მთავრობა იმუშავებს. საბჭო იფუნქციონირებს მანამ, სანამ რეგიონის სივრცითი მოწყობის გენერალური გეგმა შეიქმნება.