2010 წელს რეგიონალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამით 939 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.
აქედან რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის 66 მილიონი ლარი დაიხარჯება, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის _ 746 მილიონი ლარი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 40 მილიონი ლარი, სკოლის რეაბილიტაციის პროგრამისთვის 20 მილიონი ლარი და მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის 67 მილიონი ლარის დახარჯვაა ნავარაუდევი.