ამერიკელმა მეცნიერებმა შეძლეს გამოეყენებინათ შაქარი, რათა სისხლძარღვებისთვის მატრიცა შეექმნათ. ამით მეცნიერება კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ხელოვნური ღვიძლის შექმნას.
მკვლევრები დიდი ხნის განმავლობაში ატარებდნენ უჯრედებისა და სისხლძარღვების 3D ბეჭდვის ექსპერიმენტს, ქმნიდნენ ფენა-ფენა ქსოვილებს ხელოვნური უჯრედების გამოყენებით. ხელოვნური უჯრედები ხშირად ქსოვილების ჩამოყალიბებამდე კვდებოდნენ. შაქარს კი აქვს უნარი სწრაფად გაიწოვოს ორგანიზმმა, ასევე ის ეხმარება დაზიანებული ქსოვილების და სისხლძარღვების რეგენერაციას.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ტექნოლოგია, რომლის დროსაც 3D პრინტერი ქსოვილისთვის გამოიყენებს შაქარს, როგორც სამშენებლო მასალას, ერთხელ შეიძლება გამოყენებულ იქნას ტრანსპლანტაციისთვის.