აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ქვეყნის კონგრესის წინაშე "ქვეყანაში მდგომარეობის შესახებ" პირველი მოხსენებით წარსდგა.
პრეზიდენტმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაციის პრიორიტეტს სამუშაო ადგილების შექმნა და ასევე მცირე ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს.
აშშ-ს პრეზიდენტმა კონგრესმენებს მოუწოდა უარი არ განაცხადონ ჯანდაცვის რეფორმაზე, ასევე უზრუნველყონ ისეთი კანონების მიღება, რომელიც შესაძლებელს გახდის ენერგოდამოუკიდებლობის ზრდას და ეკოლოგიურად სუფთა სათბობის გამოყენებას.
ბარაკ ობამამ კონგრესმენების წინაშე ასევე განაცხადა, რომ ომი ერაყში დასრულდება და ყველა ჯარისკაცი სახლში დაბრუნდება.
აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით იგი შეეცდება მიაღწიოს კანონის გადახედვას აშშ-ს ჯარებში ჰომოსექსუალების სამსახურის შესახებ, რაც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს შესაძლებლობას მისცემს "ემსახურონ სამშობლოს, რომელიც ამთ უყვართ".
აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ვაშინგტონი და მოსკოვი დაასრულებენ მოლაპარაკებებს, სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ახალ ხელშეკრულებაზე.