უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხუთშაბათს, 28 აგვისტოს ღამით, რუსეთის მიერ კიევის დაბომბვის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა.
დაღუპულებს შორის 14 წლის ბავშვია.
მოგვიანებით, განახლდა ინფორმაცია და განაცხადეს, რომ დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა.
უკრაინის დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, განაცხადა, რომ 38 დაშავდა, რომელთაგან 30 საავადმყოფოშია გადაყვანილი.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს თქმით, ნანგრევებიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს, თუმცა დიდი ალბათობით, ნანგრევების ქვეშ ადამიანები ჯერ კიდევ რჩებიან.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ტიმურ ტკაჩენკოს თქმით, დაშავებულებს შორის არიან 10 და 18 წლის ორი ძმა, 10 წლის ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდა ამისა, 17 წლის მოზარდი დაშავდა.
მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად კიევის რამდენიმე რაიონი დაზარალდა. დარნიცკის რაიონში ხუთსართულიანი საცხოვრებელი და 16-სართულიანი შენობები „მნიშვნელოვნად“ დაზიანდა.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოუწოდა ჩინეთს და უნგრეთს, რეაგირება მოახდინონს რუსეთის ახალ თავდასხმაზე. მისი თქმით, ღამით კიევზე რუსეთის მასშტაბური დარტყმა „ნათელი პასუხია“ დიპლომატიისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებებზე.
„რუსეთი ირჩევს ბალისტიკას და არა მოლაპარაკებების მაგიდას. ის ირჩევს მკვლელობის გაგრძელებას და არა ომის დასრულებას“, - თქვა ზელენსკიმ.