უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებით, უკრაინის ძალებმა აზოვის ზღვაში რუსულ სამხედრო ხომალდს დაარტყეს.
დარტყმის შედეგად ხომალდი დაზიანდა.
"დარტყმების შედეგად, რუსული სარაკეტო გემი, რომელიც ტემრიუკის ყურეში „კალიბრის“ რაკეტების პოტენციური გაშვების ზონაში იმყოფებოდა, დაზიანდა და იძულებული გახდა საბრძოლო მოვალეობის ზონა დაეტოვებინა“, - ნათქვამია სამხედრო დაზვერვის მიერ სოციალურ მედიაში გავრცელებულ განცხადებაში.
უწყება სოციალურ ქსელში ავრცელებს დრონით გადაღებულ კადრებს, რომელიც თავდასხმას ასახვას.
მათივე ცნობით, სამხედრო ხომალდის სარადარო სისტემა დრონის მეშვეობით დააზიანეს, ხოლო სპეციალური დანიშნულების რაზმებმა სარაკეტო ხომალდზე პირდაპირი იერიში მიიტანეს.