ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინი მომავალ კვირას პეკინში დაგეგმილ მასშტაბურ სამხედრო აღლუმზე ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს, სი ძინპინსა და ვლადიმირ პუტინს შეუერთდება.
ჩინეთი მეორე მსოფლიო ომის დასრულდებიდან მე-80 წლისთავს (იაპონიის დანებების) მასშტაბურად აღნიშნავს.
პეკინში კიდევ 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი ჩავა. მათ შორის არ იქნებიან სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურები აშშ-დან და დასავლეთ ევროპიდან.
აღლუმს ასევე დაესწრება მიანმარის სამხედრო ხუნტის ლიდერი მინ აუნ ჰლაინგი, რომელიც ქვეყნის სათავეში 4 წლის წინ, სამხედრო გადატრიალებისა და ამბოხის შედეგად მოვიდა.
ჩინეთი, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ახლო მოკავშირეები არიან. პეკინი დიდი ხანია ფხენიანის სავაჭრო პარტნიორი და დახმარების მიმწოდებელი, კიმ ჩენ ინი კი პუტინს უკრაინაში გაჩაღებულ ომში სამხედროებით ამარაგებს.
ბოლოს კიმ ჩენ ინი ჩინეთში 6 წლის წინ, ჯერ კიდევ პანდემიამდე იმყოფებოდა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღლუმს ასევე დაესწრებიან სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცო, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშეკნა, ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, ინდონეზიის პრეზიდენტი პრაბოვო სუბიანტო და სხვები.