საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 22 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა.
კერძოდ, აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.7051 ლარია, რაც 0.17 თეთრით გამყარებას ნიშნავს.
ლარი ევროსთან 1.66 თეთრით გამყარდა. 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1366 ლარი შეადგინა.
გირვანქა სტერლინგის კურსი 3.6275 ლარი გახდა, რაც 1.80 თეთრის გამყარებაა.
თურქული ლირა კი თითქმის უცვლელი დარჩა – 6.60 თეთრი ღირს.