ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში მიწისძვრიდან 15 დღის შემდეგ ნანგრევებიდან ცოცხლად 17 წლის გოგონა ამოიყვანეს.
სპეციალისტების განცხადებით, გოგონას გადარჩენა არის "ნამდვილი საოცრება".
მას დაზიანებული აქვს ფეხები, თუმცა მედიკოსების მტკიცებით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამავდროულად, ქვეყნის პრეზიდენტის რენე პრევაილს ინფორმაციით, 12 იანვარს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ დაღუპულთა რაოდენობამ 170 ათასი ადამიანი შეადგინა.
მისივე განცხადებით, ნანგრევების ქვეშ ჯერაც რჩება სტიქიის მრავალი მსხვერპლი. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიღებული აქვს 190 ათასზე მეტ ადამიანს.
უნდა აღინიშნოს, რომ დღეისთვის დონორების მიერ ჰაიტის მხარდასაჭერად გაეროს მიერ მოთხოვნილი თანხიდან რომელიც 560 მილიონ დოლარს შეადგენს 66 პროცენტი დაფინანსებულია.