გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს თანამშრომლებმა თელავის რაიონში ხის სახერხი საამქროები შეამოწმეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გდი-ს კახეთის ბიუროდან აცნობეს, შემოწმების შედეგად, დასუფთავების წესების დარღვევის ორი ფაქტი გამოვლინა.
„ხის სახერხი საამქროების მფლობელებს არ ჰქონდათ გაფორმებული ხელშეკრულებები ნარჩენების გამტან საწარმოებთან, წარმოქმნილი ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით. სამართალდამრღვევთა მიმართ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461-ე მუხლის შესაბამისად. ორივე საქმეს ადმინისტრაციული წესით კახეთის ბიურო განიხილავს", - განაცხადა ბიუროს უფროსმა ლაშა ჩივიაშვილმა.