ბათუმში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი პლაჟის ხელბურთში ოფიციალურად გაიხსნა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე, ბათუმის მერი, რობეტ ჩხაიძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისრტი, გია აბულაძე დაესწრნენ. ცერემონიალს ევროპის ხელბურთის ფედერაციის, საპლაჟო ხელბურთის კომისიის თავმჯდომარე, ოლე იორსტადის დაესწრო.
ევროპის გუნდური პირველობის ფინალურ თამაშებს საქართველო პირველად მასპინძლობს და მასში ნორვეგიის, შვეიცარიის, უნგრეთის, თურქეთის, ხორვატიის, რუსეთის, უკრაინისა და სომხეთის ნაკრებები მონაწილეობენ.
თამაშები სამ დღეს გაგრძელდება და გამარჯვებული გუნდები 8 ივლისს ფასიანი საჩუქრებით, თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვებიან. ჩემპიონატი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის, ბათუმის მერისაა და აჭარის ხელბურთის ფედერაციის ორგანიზებით იმართება.