დღეს, 28 იანვარს, 11:00 საათზე, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში (თელავის ქ. # 20, თბილისი). საქართველოს ბიზნეს ასოციაცია,საქართველოს მთავრობასთან ერთად, მართავს ღონისძიებას „სურსათის უნვებლობის სისტემის დანერგვის და საწარმოთა რეგისტრაციის ამოქმედების შესახებ". აღნიშნული ღონისძიების მიზანია კვების და სასმელების სფეროში მოღვაწე ბიზნეს ორგანიზაციების ინფორმირება იმ სიახლეების შესახებ, რომელიც უკავშირდება საქართველოში სურსათის უვნებლობის ახალი სისტემის დანერგვას და საწარმოთა რეგისტრაციის ამოქმედებას 2010 წლიდან.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჯაბა ებანოიძე და პრემიერ მინისტრის მთავარი მრჩეველი თამარ კოვზირიძე.