დღეს, 28 იანვარს, 18 საათზე, სასტუმრო თბილისი მარიოტის სადღესასწაულო დარბაზში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 2009 წლის `გარდაქმნის შესახებ ანგარიშის" პრეზენტაციას გამართავს.
შეხვედრაზე ევრობანკის უფროსი ეკონომისტი ანიტა ტაჩი, 2009 წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებულ ძირითად ეკონომიკურ მოვლენებს განიხილავს და 2010 წლის პროგნოზს წარმოადგენს.
ინფორმაციის სხვადასხვა უნიკალურ წყაროზე დაყრდნობით, ანგარიში განიხილავს საქართველოში ფინანსური სისტემების რესტრუქტურიზაციას, მათ გავლენას ეკონომიკასა და კერძო სექტორის განვითარებაზე და მოიცავს ახალი ფინანსური მომსახურების სახეებს. ანგარიშში ასევე განხილულია რეგიონში კერძო საინვესტიციო ფონდების მზარდი როლი.