საზოგადოების წარმომადგენლები ქვეყანაში არსებული რთული ვითარებიდან გამოსავალს სრულიად საქართველოს სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოწვევაში ხედავენ.
საზოგადოების წევრებმა, რომელთა შორისაც იყვნენ სოსო ცისკარიშვილი, ნონა გაფრინდაშვილი, რეზო ესაძე, გოგი ქავთარაძე დღეს მწერალ ჭაბუა ამირეჯიბს საზოგადოების მიმართ შემუშავებული მიმართვა გააცნეს.
სრულიად საქართველოს სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოწვევის ინიციატორები აცხადებენ, რომ ხელისუფლების ქმედებები საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის გარეთ, კიდევ ბადებს სერიოზულ ეჭვს, რომ ის არ დაუშვებს საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას.
სრულიად საქართველოს სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოწვევის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მოსახლეობამ საფუძვლიანად უნდა გააანალიზოს ქვეყანაში შემქნილი ვითარება და ჩამოაყაილბოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთიანი ხედვა, რომელიც მსიაღები იქნება საზოგადეობის ყველა ფენისთვის, ხოლო მისი რეალიზაცია სავალდებულო გახდება დღევანეილ და მომავალი ხელისუფლებისთვის.
"ქვეყნის დემოკრატიული პერსპქტივა კატასტროფის წინაშეა. დარღვეულია ტერიტორიული მთლიანობა. ყოველდღიურად ნადგურდება ქვეყნის ეკონომიკა, განათლების, ჯანდაცვის, თავდაცვისა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის სისტემები. განუხრელად იზრდება საგარეო ვალი. არნახულ მასშტაბებს აღწევს ნარკომანია, მოსახლეობა ტოვებს საკუთარ სამშობოლოს, სადაც ზეობს უსამართლობა და პოლიტიკური ტერორი... ვითარების გამოსწორების ნაცვლად ხელისუფლება ცდილობს მუდმივი ილუზიების ტყვეობაში ამყოფოს ხალხი, რისთვისაც სიცრუიოს მანქანად გადაქცეულ კონტროლიებად მედიას და მის ხელთ არსებულ დეზინფორმაციის ყევლა სხვა საშუალებას იყენებს. ჩვენ, ქართული საზოგადეობის ერთ ჯგუფს მიგვაჩნია, რომ დროა საქართველოს მრავალეროვანმა მოსახლეობამ საფუძვლიანად გააანალიზოს ქვეყანაში შემქნილი ვითარება, ჩამოაყაილბოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარეის ერთიანი ხედვა, რომელიც მსიაღები იქნება საზოგადეობის ყველა ფენისთვის, ხოლო მისი რეალიზაცია სავალდებულო გახდება დღევანეილ და მომავალი ხელისუფლებისთვის. ვფიქრობთ რომ არსებული ვითარევიდან გამოსავილს ძიებაში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია სრულიად საქართველოს სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოწვევას", _ ნათქვამია მიმართვაში.
ჭაბუა ამირეჯიბმა საზოგადოების წარმომედგენლებს შესთავაზა, რომ არსებულ ვითარებაში ყველაზე შედეგიანი კონკრეტული მიზნების და მიზნის მიღწევის ხერხების დასახვა იქნება.