რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილის მტკიცებით, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები საქართველოში ქართული მხარის თხოვნით ჩამოდიან.
"საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ცხინვალში ქართველთა ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი. აქედან გამომდინარე, ჰააგის მოსამართლეების საქართველოში ჩამოსვლით ჩვენც დაინტერესებულნი ვართ", - განუცხადა იაკობაშვილმა ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, ქართული მხარე მოსამართლეებთან თანამშრომლობისთვის მზადაა, რის კონტექსტშიც მათ ნებისმიერ საჭირო ინფორმაციას მიაწვდის.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები საქართველოში თებერვლის დასაწყისში ჩამოვლენ. როგორც რუსული მედია ამტკიცებს, მოსამართლეები თბილისს რუსეთის სარჩელის საფუძველზე ეწვევიან, რომელშიც საქართველო ომის დაწყებასა და ოსი ხალხის გემოციდშია დადანაშაულებულ