დღეს, 27 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების N3 აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 350-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. სებ-ის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა 2 კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 20 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.340%-ით, მაქსიმალური 7.950%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.744%-ით განისაზღვრა.