საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFჩ), ქართულ ბანკებს ნახშირბადის შემცირებაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსებისში ეხმარება, რათა საბანკო სექრტორმა ბიზნესის გაფართოვების ახალი შესაძლებლობები აითვისოს.
IFჩ ნახშირბადის შემცირებაზე ორიენტირებული დაფინანსების თემაზე ათზე მეტ ქვეყანაში მუშაობს და საკმაო გამოცდილება აქვს დაგროვილი, რასაც ასევე ემატება IFჩ-ის ფინანსური ინსტრუმენტები. ამ სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით, IFჩ-მ იმ ქართული ბანკებისთვის სემინარი ჩაატარა, რომლებიც ამ სფეროში ბიზნესის გაფართოებით არიან დაინტერესებულნი.
სემინარს ათამდე ქართული ბანკი ესქრებოდა, მათ შორის IFჩ-ის კლიენტი ბანკები. სემინარი შეეხო ნახშირბადის შემცირებაზე ორიენტირებული დაფინანსების ძირითად საკითხებს. მათ შორისაა: ნახშირბადის შემიცირებასთან დაკავშირებული პროექტების და პროგრამების ძირითადი კონცეფცია და რეგულირება, ნახშირბადის შემცირებასთან დაკავშირებული პროექტების ანალიზი და მიმართულებები და არსებული შესაძლებლობების ზოგადი მიმოხილვა, ნახშიბადის შემცირებაზე ორიენტირებული მსოფლიო ბაზრის მიმოხილვა ქვეყანაში არსებული რეგულირების მექანიზმები (მაგ.: კრედიტებსა და სავაჭრო გარიგებებთან დაკავშირებული ლიმიტები) და ხელისუფლების როლი
IFჩ-ის წარმომადგენელი კავკასიაში, თომას ლუბეკი, აცხადებს, რომ `კლიმატის ცვლილებების შემცირება IFჩ-ის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ნახშირბადის შემცირებაზე ორიენტირებულ დაფინანსებას შეუძლია გაზარდოს ინვესტიციები ენერგო ეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის სფეროში კლიმატის ცვლილებების შემცირებისაკენ მიმართული ინვესტიციებისათვის დამატებითი შემოსავლების უზრუნველყოფის გზით. სემინარი არის პირველი და ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიზნის მისაღწევად."