EURO-2012-ის გამო პოლონეთმა დამატებით 20 მლრდ ევროს ინვესტიცია განხორციელა. პოლონელი ექსპერტები განმარტავენ, რომ EURO-2012-მა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპი დაჩქარა და რომ არა ევროპის მსოფლიო ჩემპიონატი ქვეყანაში დიდი 6 ახალი სტადიონი არ აიგებოდა. იმისათვის, რომ ქვეყანა EURO-2012-ს სრულყოფილი ინფრასტრუქტურის დახვედროდა, პოლონეთში გაფართოვდა აეროპორტი, დაიგო ახალი საავტომობილო და სარკინოგზო მაგისტრალები.
რაც შეეხება უკრაინას, EURO-2012-ის გამო ქვეყანაში დამატებით, 29,27 მლრდ გრინვის ინვესირება გახდა საჭირო. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით უკრაინას გაცილებით ნაკლები ინვესტირება მოუწია, ვიდრე პოლონეთს. უკრაინამ მხოლოდ გზების რეაბილიტაციისათვის 3 მლრდ დოლარი დახარჯა. რეალურად თუ რა თანხა მოუტანა EURO-2012-მა უკრაინასა და პოლონეთს ეს ფინანსური აუდიტის შემდეგ გახდება ცნობილი.