17 წლის მოცურავე ანა ლომინაძეს აპირებს 30 აგვისტოს გადაცუროს დარდანელის სრუტე „ხელფეხშეკრული კოლხურით". მას უნდა ამ გადაცურვით აღნიშნოს ჰენრი კუპრაშვილის მიერ დარდანელის გადაცურვის 10 წლისთავი და გახდეს მსოფლიოში პირველი ქალი, რომელმაც შეძლო დარდანელის სრუტის გადალახვა ქართული სამხედრო-საწვრთნელი სტილით - ხელფეხშეკრული კოლხურით.
1 ივლისს მოცურავეს ლადო ათანელმა და მისმა მეუღლემ მანანა ჩიქოვანმა ათასი ევრო გადაურიცხეს.
ანა ლომინაძეს „ლაგუნა ვერეზე" ჰენრი კუპრაშვილი ავარჯიშებს.