EURO-2012-ის ფინალს პრეზიდენტების დონეზე საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია დაესწრება. დღეს ცნობილი ხდება, რომ კიევში დაგეგმილ EURO-2012-ის ფინალს მოლდოვას, ტაჯიკეთისა და სომხეთის პრეზიდენტებიც დაესწრებიან.
უკვე ცნობილია, რომ 1-ელ ივლისს დაგეგმილ მატჩს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო მონტი და ესპანეთის ტახტის მემკვიდრე და პრინცესა დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ EURO-2012-ის ფინალს დაესწრებიან ასევე საქართველოს, პოლონეთის, რუსეთის, ბელორუსისა და თავად უკრაინის პრეზიდენტები.