EURO-2012-ზე დასწრება 330 ევროდაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ფინალზე დასწრების სურვილი ბევრს აქვს, ამ დროისათვის ფინალზე დასასწრები მხოლოდ 2000 ბილეთია დარჩენილი.
როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, გასაყიდად დარჩენილია მხოლოდ მეორე კლასის ბილეთები, რომელთა ღირებულებაც 330 ევროა.
რაც შეეხება პირველი და მესამე კლასის ბილეთებს ისინი სრულადაა გაყიდული. უნდა აღინიშნოს, რომ მესამე კლასის ბილეთის ღირებულება 50 ევრო იყო.
შეგახსენებთ, რომ EURO-2012-ის ფინალი 1-ელ ივლისს, 21:45 საათზე გაიმართება. იტალია-ესპანეთის მატჩს პორტუგალიელი პედრო პროენსა უმსაჯებს.