ჩინეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი მეთაური იუნ ნანი და ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი, ქრთამის აღებისთვის ციხეში სხვადასხვა ვადით ჩასვეს. ფედერაციის ექს-პრეზიდენტს, 235 ათასი დოლარის ქრთამის სახით აღებისთვის 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
ნაკრების ყოფილი კაპიტანი შაოხუი ვეიც ამ ვადით მოიხდის სასჯელს, მაგრამ მას ქრთამის აღებისთვის ჩინეთის სასამართლომ დამატებით 31400 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.
დონჯენგ ლიც, რომელსაც ციხეში 9 წლით ყოფნა მიესაჯა, ჩინეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია. იგი მექრთამეობასთან ერთად თაღლითობისთვის გასამართლდა.
The Guardian-ის ცნობით, კიდევ ოთხ ჩინელ ფეხბურთელს, 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.