ინგლისის ნაკრებთან ფრედ (1:1) თამაშის შემდეგ ფრანგების მთავარმა მწვრთნელმა აღიარა, რომ გაწბილებულია იმით რომ ვერ მოიგეს. მისი კოლეგა როი ჰოჯსონი კი, პირიქით, კმაყოფილია ერთი ქულის მოპოვებით.
ლორან ბლანი (საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): ვთვლი, რომ ჩვენ და ინგლისელებიც თავს უარყოფითად ვგრძნობთ. მათ ჩაატარეს ძალიან ძლიერი 20 წუთი, ხოლო ჩვენ რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, გაშვებული გოლის შემდეგ ვიპოვეთ ჩვენი თამაში. მოწინააღმდეგე სირთულეებს გვიქმნიდა, მაგრამ ჩვენ დამსახურებულად გავიტანეთ. მეორე ტაიმში კიდევ ერთი გოლის გატანა შეგვეძლო.
პირველი ნახევარი ძალიან ცუდად ჩავატარეთ. ინგლისის ნაკრებს არ ჰქონდა უპირატესობა, მაგრამ ჰქონდა მომენტები. არ გვინდა, რომ იგივე განმეორდეს და შემდეგი მატჩებიც ასე დავიწყოთ. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო თამაშებში ჩვენ მზად ვიქნებით პირველივე წუთებიდან დავლაგდეთ და ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ".
როი ჰოჯსონი (ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „გულღია ვიქნები და გეტყვით, რომ გამიხარდა - უპირველესად ფეხბურთელების. ორივე გუნდს რთული დავალება ჰქონდათ, მაგრამ ორივემ თავისი ხასიათი გამოავლინა და არაფერს იშურებდნენ მიზნის მისაღწევად. ჩვენ ძლიერად დავიწყეთ ორივე ტაიმი, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს ფრანგებმა შემოგვიტიეს და სამწუხაროდ გოლი გაგვიტანეს. გახარებული ვარ, რომ ეს მატჩი უკან მოვიტოვეთ. ახლა მხოლოდ ტურნირის გაგრძელებას ველოდები.
მაპატიეთ თუ ჩვენ ძალიან ფრთხილად ვითამაშეთ, მაგრამ მე ხომ სულ 3 მატჩი მქონდა გუნდთან ადაპტაციისთვის. გუნდის აწყობა სამ მატჩში და ათ ვარჯიშში ძალიან რთული და პრაქტიკულად შეუძლებელია. ფრანგებს 22 ორთაბრძოლიდან არც ერთი არ წაუგიათ. ვიმედოვნებ, როცა ტრამვირებულები მორჩებიან და რუნის დისკვალიფიკაციის ვადა დასრულდება, ჩვენ უფრო ძლიერები გავხდებით".
მასალის გამოყენების პირობები