ანდრეი შევჩენკოს დუბლმა უკრაინის ნაკრებს პირველივე მატჩში გამარჯვება მოუტანა.
ოლეგ ბლოხინმა შვედეთის წინააღმდეგ ადვილად გამოსაცნობი შემადგენლობა გამოიყვანა, თითქმის იგივე, რაც ესტონეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში, გამონაკლისი მხოლოდ შევჩენკოს გამოჩენა იყო, რომელმაც ძირითადში მარკო დევიჩის მაგივრად ითამაშა.
პირველ წუთებში გუნდები უშედეგოდ ურტყამდნენ კარის მიმართულებით. დაახლოებით 10-ე წუთზე შეიმჩნეოდა უკრაინელების ტერიტორიული უპირატესობა. ისინი ხისტად უტევდნენ, მაშინ როცა შვედები კონტრშეტევებზე აწყობდნენ თამაშს.
სტუმრებმა მაინც შეძლეს შეექმნათ პირველი სახიფათო მომენტი და რა თქმა უნდა გამოირჩა იბრაჰიმოვიჩი. „მილანის" ფორვარდმა სცადა მეკარისათვის ბურთი თავზე გადაეგდო, ანდრეი ტიტოვმა ბურთს გაჭირვებით მისწვდა და არც თუ ისე კარგად გამოიტანა. ამ მომენტის გამოყენება შვედებმა მაინც ვერ შეძლეს.
მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს დაგვანახეს უკრაინელებმა მათი საიდუმლო იარაღი - ნომინალური მარჯვენა მცველის, გუსევის ჩაწოდება ცუდად გამოიყენა ევგენი კანაპლიანკამ.
მეორე ტაიმიც უკრაინელების შეტევებით დაიწყო, მაგრამ თამაშის 52-ე წუთზე წინ მოულოდნელად სტუმრები გავიდნენ. იარმოლენკომ ნება დართო ლარსონს, რათა დაბალი პასი გაეკეთებინა საჯარიმოში, ხოლო მიხალიკმა ვეღარ მოასწრო „იბრაკადაბრას" დაფარვა და ანგარიში გაიხსნა 1:0.
უკრაინელებს თავიანთი სუპერვარსკვლავი აღმოაჩნდათ. სწორედ შევჩენკომ შეძლო ანგარიშის გათანაბრება, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე შვედთა მცველების ზურგს უკნიდან გამოფრინდა და ბურთი ბადეში გახვია. ანგარიშის გასათანაბრებლად ბლოხინის შეგირდებს 3 წუთი დასჭირდათ.
62-ე წუთზე უკრაინელებმა კიდევ ერთხელ ისარგებლეს შვედი მცველების „მეორე სართულზე" მოუმზადებლობით. მარცხენა კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს პირველი კვლავ შევჩენკო დახვდა და თავით ახლო კუთხეში ბრწყინვალე გოლი გაიტანა.
თამაშის დასასრული ორმაგად სახიფათო შეტევებით წარიმართა, მაგრამ გოლის გატანა გუნდებმა ვეღარ შეძლეს. საბოლოოდ 2:1 უკრაინის ნაკრების სასარგებლოდ.