დედაქალაქში მცხოვრები პენსიონერები მუნიციპალური ტრანსპორტში სარგებლობაზე 50 პროცენტიანი შეღავათებით ისარგებლებენ. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, მამუკა ახვლედიანმა დღეს პარლამენტში, ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისის ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც აღნიშნული შეღავათები იქნება გაწერილი, მზად 2 კვირაში იქნება.
თბილისში მცხოვრები პერნსიონერებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობა დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა ჯონდო ბაღათურიამ მოითხოვა.
ვიცე-მერის განმარტებით, ამ ეტაპზე თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის უფასო მომსახურებით სარგებლობს, დაახლოებით, 210 000 ადამიანი. კერძოდ - სკოლის მოსწავლეები, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბძოლის მონაწილეები, პირველი ჯგუფის ინვალიდები, უსინათლოები. მისივე განმარტებით, 50-პროცენტიანი ფასდაკლებით სარგებლობენ სტუდენტები; პედაგოგები და 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრები - 20-თეთრიანი ტარიფით, ხოლო სოციალურად დაუცველები 10-იანი თეთრიანი ტარიფით.
შეგახსენებთ, რომ თბილისში სულ 160 000 ათასი პენსიონერი ცხოვრობს.