საფრანგეთის ღია პირველობის გადამწყვეტი მატჩი, გუშინ წვიმის გამო შეწყდა და ორშაბათისთვის გადაიდო. „როლან გაროსის" 6-გზის გამარჯვებულმა, „თიხნარის მეფედ" წოდებულმა ესპანელმა რაფაელ ნადალმა (2), კვირას მოპოვებული უპირატესობის საბოლოოდ გაფორმებას, ზუსტად 1 საათი მოანდომა. "რაფამ" მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი 4 სეტში დაამარცხა - 6:4, 6:3, 2:6, 7:5.
მასალის გამოყენების პირობები