ლონდონის „ჩელსის" დროებითი მწვრთნელის პოსტიდან რობერტო დი მატეო "არისტოკრატთა" მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნება. მან გასულ სეზონში პორტუგალიელი ადრეს ვილას ბოაში შეცვალა. მიუხედავად მისი გამოუცდელობისა და ჩელსის არასტაბილური თამაშებისა მან მოახერხა პირველად კლუბის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის მოგება. ასეთი წარმატების მიუხედავად დი მატეოს მთავარ მწვრთნელად დარჩნის საკითხი კითვის ნიშნის ქვეშ იდგა.
გასულ შაბათ-კვირას დიმატეომ „ჩელსის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება გამართა,სადაც დაარწმუნეს, რომ მისი ხილვა გუნდის მთავარ მწვრთნელად თავად რომან აბრამოვიჩს სურს და ერთ წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.
კონტრაქტში სხვა პირობებიც გაფორმდა. იმ შემთხვევაში თუ კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო იქნება მწვრთნელის შედეგებით, კონტრაკტი შეწყდება ყოველგვარი კონპენსაციის გარეშე. ინგლისში ჩასვლის შემდეგ დიმატეო საბოლოოდ დააზუსტებს დეტალებს,რის შემდეგაც ოფიციალურად წარსდგება მთავარ მწვრთნელად.