ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა განაცხადა, რომ ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში გამარჯვების მოპოვება არ გაკვირვებია.
„ჩვენ კარგად მოვემზადეთ მატჩისთვის და ველოდებოდი ამ შედეგს. ირლანდია ჩვენთვის წაკითხული წიგნივით იყო. მიგვაჩნია, რომ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. 2011წლის აგვისტოში ჩვენ ვესპარინგეთ მათ და არც ისე კარგი თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ დღეს დავამტკიცეთ ჩვენი კლასი. ჩვენმა გუნდმა თავდასხმაში უკეთესი თამაში აჩვენა", - ციტირებს ბილიჩს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.
ხორვატმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ გაშვებული გოლი დაცვის შეცდომის ბრალი იყო, ხოლო გატანილი გოლები - შესანიშნავი შეტევების.
„ირლანდიელები გამოირჩნენ ჩვენი შეცდომის ხარჯზე, ხოლო ჩვენი გოლები გახდა კარგი თამაშის საფუძველი. ზოგჯერ სტანდარტულებს კარის აღებამდე მივყავართ. გაშვებულმა გოლმა ცოტა დაგვამწუხრა, მაგრამ ჩემმა გუნდმა მოახერხა რეაგირების მოხდენა. პირველივე წუთებიდან მჯეროდა, რომ ჩვენ უფრო ძლიერები ვიყავით და გვქონდა კარგი შანსი გამარჯვების მოსაპოვებლად", - განაცხადა დამრიგებელმა.
ბილიჩს ეჭვი არ ეპარება, რომ მისი გუნდი ღირსეულ ბრძოლას ჯგუფის სხვა მეტოქეებსაც გაუმართავს. „ახლა ჩვენ სამი ქულა გვაქვს და ვლიდერობთ ჯგუფში ისეთ გუნდებთან, რომლებიც შეიძლება ჩვენ გვჯობნის, მაგრამ მჯერა, ირლანდიაც მთელი ძალებით იბრძოლებს იტალიასთან და ესპანეთთან".
მასალის გამოყენების პირობები