სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველი, ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციებზე აფხაზურის დელეგაციის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ჩიკირბა აცხადებს, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი, მეცხრე რაუნდი რთული იქნება. მოლაპარაკებები 28 იანვარსაა დანიშნული და ჩიკირბას თქმით, მასზე მხარეებმა უმნიშვნელოვანესი, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის განხილვა უნდა დაიწყონ.
ჩიკირბა ასევე აცხადებს, რომ თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის არამედ მთელი რეგიონისათვის.
"საქართველო კი ცდილობს, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის გაფორმების საკითხი დევნილების დაბრუნების საკითხთან გააიგივოს, რასაც, აფხაზური მხარე რა თქმა უნდა არ დაუშვებს. უსაფრთხოების საკითხი და დევნეილთა დაბრუნების საკითხი სხვა და ხვა საკითხებია და მათი დაკავშირება შეუძლებელია. ყველა ეს საკითხი ცალ ცალკე უნდა გადაწყდეს",_ აცხადებს ჩიკირბა და დასძენს, რომ კიდევ ერთი საკამათო საკითხი არის ის, რომ საქართველო თავდაუსხმელობის ხელშეკრულები გაფორმებას არა აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან არამედ რუსეთთან მოითხოვს. ეს კი "არარეალურია".
"რუსეთს ამგვარი შეთანხმება არაფერში არ სჭირდება, იმიტომ, რომ რუსეთს საქართველოს თავდახსმის არ ეშინია",_ აცხადებს ჩიკირბა.
სეპარატისტთა დელეგაციის ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ აფხაზური მხარე შეხვედრაზე შეთანხმების თავის პროექტს წარადგენს. "ეს პროექტი ყველაზე ლაკონურია, მასში არის ნახსენები საერთაშორისო ხელშეკრულებები და საუბარია გარანტიებსა და გარანტორებზე.
"ჩვენ არაფერს არ ვკარგავთ იმ შემთხვევაშიც კი თუკი ამ საკითხით გახილვა დროში გაიწელა. იმიტომ, რომ დრო მუშაობს აფხაზეთზე. სწორედ ამიტომაც მიმაჩნია, რომ ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მივიღოთ",_ აცხადებს ვიაჩესლავ ჩიკირბა. Eშეგახსენებთ, რომ აფხაზ სეპარატიტთა დელეგაციაში ვიაჩესლავ ჩიკირბას გარდა ასევე შედიან: სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაქსიმ ღვინჯია, აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე გარი კუპალბა და ე.წ. საგარეო საქმეთა სამინიტროს წარმომადგენელი ლანა აგრბა.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი მეცხრე რაუნდი 28 იანვარს გაიმართება.