არჩევნების შემდეგ [ბიძინა ივანიშვილმა] გამოგვიგზავნა კაცი, რადგან არ მოელოდა, რომ ჩვენ ამ არჩევნებს არალეგიტიმურად გამოვაცხადებდით, - განაცხადა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა გადაცემა "რეაქციაში".
ხაზარაძის მტკიცებით, ივანიშვილს მათთან კონტაქტის მცდელობა ორჯერ ჰქონდა.
"2-ჯერ ჰქონდა ივანიშვილს მცდელობა ჩვენთან კონტაქტის - პასუხად მიიღო ის რომ "არანაირი გარიგება მასთან და იმ ადამიანებთან, ვინც ქვეყანას მიათრევს ჭაობში, არ იქნება. ჩვენ ვართ გზის გასაყარზე, აქეთ არის რუსეთი და წარსული, იქეთ არის მომავალი. მას ხომ ღირებულებები აღრეულია აქვს და ჰგონია, რომ ყველგან დაალაგებს. მას ჰგონია, რომ ყველა ადამიანს აქვს ინტერესი. ეს კაცი არის საშიში თავისი მენტალობით. ეს არის აბსურდის თეატრი, რომელიც უნდა მოვიშოროთ...
არჩევნების შემდეგ გამოგვიგზავნა კაცი, რადგან არ მოელოდა, რომ ჩვენ ამ არჩევნებს არალეგიტიმურად გამოვაცხადებდით, მას ეგონა, რომ ამ არჩევნებსაც გადაბალახებდა, ისე როგორც გადაბალახა შალრ მიშელის დოკუმენტი. ერთი რამე ვერ გაიგო მან, არიან ადამიანები საქართველოში, რომლთათვისაც პრინციპი, სიმართლე და გამჭვირვალობაა მთავარი და ყველა დღეს ვინვ ქუჩაშია, ამ განწყობითაა", - განაცხადა ხაზარაძემ.