დეპუტატი ჯონდი ბაღათურია განათლების მინისტრს თეა თუთბერიძის თანამდებობიდან გათვაისუფლებას სთხოვს.
როგორც "ქართული დასის" ლიდერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ თუთბერიძე სკოლის დირექტორების სპეციალური საბჭოს ხელმძღვანელის პოსტს არ დატოვებს, მაშინ ის განათლების მინისტრსაც დაუპირისპირდება.
"თუთბერიძე თანამდებობისთვის შეუფერებელია. შეუფერებელია მისი გაუნათლებლობისა და უზნეობის გამო. მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა, რომელზეც მისი ყოფნა უბრალოდ სირცხვილია", - განაცხადა ბაღათურიამ.
facebook-ზე პატრიარქის შეურაცხმყოფელი განცხადებების გამოქვეყნების გამო ბაღათურია თუთბერიძეს "უვიცსა" და "უზნეოსაც" უწოდებს.