Euro 2012 -ის პერიოდში უკრაინაში მოწევა სასტიკად იკრძალება. უკრაინის პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც Euro 2012-ის პერიოდში, სპორტულ დაწესებულებებში, სადაც ჩემპიონატი ტარდება და მის მიმდებარე ტეირიტორიაზე, მოწევა იკრძალება. აკრძალვა ეხება როგორც მოწევას, ასევე იკრძალება სპორტულ დაწესებულებების მიმდებარეს თამბაქოს რეალიზაციაც. კანონის მიხედვით, ჩემპოინატის პერიოდში აიკრძალება თამბაქოს რეკლამირებაც.
აღსანიშნავია, რომ Euro 2012-ის პერიოდში, თამბაქოს სააწინაღმდეგო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას, უკრაინის რადამ მხარი 22 მაისს დაუჭირა.