დღეს, 25 იანვარს, აბაშას რაიონის სოფელ სეფიეთის მოსახლეობა "მაგთის'' ანძის დემონტაჟის მოთხოვნით, რაიონულ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
‘'მოძრაობა სამართლიანი საქართველოს'' ინფორმაციით, სეფიეთის საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის პედაგოგები, უკვე ორი თვეა გაფიცულები არიან. ისინი სოფელში "მაგთის" ანძის დაყენებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ანძა საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობას.
მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის გია ბოკუჩავას განცხადებით, ანძის განთავსების პარამეტრები დაღვეულია.