დღეს, 2 ივნისს, 13:00 საათზე, კორეის მაგიდის ჩოგბურთის ნაკრების წევრი, სუ იონ ლიი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ეგიდით საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნულ ფედერაციასთან სპორტულ კომპლექს "არენას" (ყოფილი "სკა") ტერიტორიაზე საჩვენებელ თამაშს გამართავს. შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ვლადიმერ ვარძელაშვილთან ერთად სკოლის მოსწავლეები დაესწრებიან. სპორტსმენის ვიზიტის ძირითადი მიზანია ახალგაზრდების მაგიდის ჩოგბურთში, როგორც სპორტის სახეობაში, ჩართვა და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა.
მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო ვარსკვლავი, სუ იონ ლიი, დამსახურებულად მიიჩნევა თანამედროვე სპორტის ახალ სახედ. თამაშის სრულყოფილი ტექნიკისა და ელეგანტური სტილის წყალობით მან სპორტის ეს სახეობა განსაკუთრებით პოპულარული გახადა როგორც კორეაში, ისე მისი ფარგლების გარეთ.
სუ იონ ლიი 2010 წლიდან კორეის მაგიდის ჩოგბურთის ტურნირებზე პირველი ადგილის მფლობელია; გარდა ამისა, ის ჩართულია 20-ზე მეტ საქველმოქმედო კამპანიაში, რომლებიც ხელს უწყობს ფიზიკურ განვითარებასა და განათლებას.