დღეს, 25 იანვარს, სოჭში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები შეიკრიბებიან.
"ინტერფაქსის" ინფორმაციით, დიმიტრი მედვედევი, სერჟ სარქისიანი და ილჰამ ალიევი ამჟერადაც მთიანი ყარაბაღის პრობლემაზე ისაუბრებენ. ამ თემაზე გამართული ეს რიგით მეშვიდე შეხვედრა იქნება.
"მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებში რუსეთი დიდი როლს თამაშობს. ჩვენ ველოდებით სოჭის შეხვედრის შემდეგ ამ პრობლემის გადაჭრაში წინსვლას", - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი სერგეი ნარიშკი.