მცირე ბიზნესის კომიტეტი, მეწარმეების მხარდასაჭერად სახელმწიფოსაგან გარკვეულ გარანტიებს ითხოვს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას მცირე ბიზნესის კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კოხრეიძემ განაცხადა სახელმწიფომ ვალდებულება უნდა აიღოს და მეწარმეებს ბანკში საბანკო გარანტიების წარდგენაში დაეხმაროს.
"დღეისათვის ბანკებს აქვთ იმდენი ლიკვიდობა და რესურსი, რომ მცირე მეწარმეების დაკრედიტება განაახლონ. თუმცა ამაში სახელმწიფო სექტორის ჩართულობა უნდა გაიზარდოს და მეწარმეებს გარანტიების მოძიებაში დაეხმაროს, ან თავად გამოვიდეს ერთგვარი გარანტორი"- განუცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" კახა კოხრეიძემ.
შეგახსენებთ, რომ მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად მცირე ბიზნესის კომიტეტი 2009 წლის ბოლოს შეიქმნა. კომიტეტის მთავარი მიზანი მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაა. კომიტეტი აქტიურად იმუშავებს რათა ქვეყანაში სათანადო უნარების განვითარებით მეწარმეობა წახალისდეს.
მცირე ბიზნესის კომიტეტი ამერიკის სავაჭრო პალატისა და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ეგიდით შეიქმნა და მასში "სოლიდარობის ცენტრი", ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი, გაერო-ს განვითარების პროგრამა, თი ბი სი ბანკი, საქართველოს ბანკი და დამოუკიდებელი ეკონომისტები გაერთიანდნენ