ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტი წელს 9 მილიონ 282 ათას 800 ლარს შეადგენს. აქედან 11 მიზნობრივი პროგრამისთვის მილიონ 127 ათას 140 ლარია გათვალისწინებული.
გარდა მიზნობრივი პროგრამებისა, ქობულეთის გამგეობას ისეთი ინფრასტუქტურული ღონისძიებების განხორციელება აქვს დაგეგმილი, რომელიც ბიუჯეტში პროგრამის სახით არ არის გაწერილი. აღნიშნული ღონისძიებებისთვის 3 მილიონ ნახევარი ლარია გათვალისწინებული. მიზნობრივი პროგრამების ძირითადი მიმართულება სოციალურ საკითხებს შეეხება, გასულ წელთან შედარებით ცვლილება სწორედ აღნიშნულ პროგრამაში შევიდა და მას 2 ქვეპუნქტი-უმწეო გარდაცვლილ ოჯახებსა და უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის ერთჯერადი დახმარების პროგრამები დაემატა.
ქობულეთის გამგეობას მთავრობის მიმდინარე წლის 13 იანვრის განკარგულების საფუძველზე. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მილიონ 76 ათას 882 ლარი გამოეყოფა. ეს თანხა სოფლებს მოსახლეობის სურვილისამებრ მოხმარდება. ამჟამად გამგეობაში აღნიშნული პროექტის დამუშავება მიმდინარეობს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტი გასული წლის 31 დეკემბერს დამტკიცდა და იგი, როგორც საფინანსო სამსახურის უფროსმა განაცხადა, გასულ წელთან შედარებით 2 მილიონ 400 ათასი ლარით გაიზარდა. ქობულეთის გამგეობაში 2010 წელს 11 მიზნობრივი პროგრამა განხორციელდება.