აჭარის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სატყეო მეურნეობების ტერიტორიულ ორგანოებში რეორგანიზაცია განხორციელდა. 2010 წლიდან ადმინისტრაციული ორგამოები გაუქმდებაა და დარჩება მხოლოდ სატყეო განყოფილების უფროსი, სატყეო უბნების უფროსები და რეინჯერები.
აჭარის ხუთივე რაიონის სატყეო მეურნეობის 207 თანამშრომლი 125-მდე შემცირდა.
აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს სატყეო რესურსების მართვის სამსახურის უფროსის განცხადებით, რეორგანიზაცია რეინჯერულ სისტემაზე გადასვლისა და ოპტიმალური კადრების მობილიზების მიზნით მოხდა.
სულხან ბერიძის თქმით, რეინჯერები ტყეს უკეთ დაიცავენ და მათ უფრო მეტი ვალდებულებები, პასუხისმგებლობა და ანაზრაურება ექნებათ. აღნიშნულ სტრუქტურაში რეორგანიზაცია 15 იანვარს მოხდა, სატყეო მეურნეობაში ამ ეტაპზე მოვალეობის შემსრულებლები არიან.